29 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ცვილის ფიგურების მუზეუმში სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოს სკულპტურა გაჩნდა.
ვიტალის ფიგურა გერმანული კრივის ლეგენდას, მაქს შმელინგს უმშვენებს მხარს.
"კლიჩკოს სკულპტურაზე ორი წელი ვიმუშავეთ", - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ჰაიო ფერბერმა.