მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაქსისტი "გადააგდო"

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ კელი პავლიკს ბრალი წაუყენეს ქურდობაში. მოკრივის დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მან უარი თქვა ტაქსის მძღოლისთვის ფულის გადახდაზე. მძღოლმა იცნო 31 წლის პავლიკი და პოლიციას დაუკავშირდა, რომელმაც დააკავა სპორტსმენი.

ტაქსისტმა მოკრივე ბარიდან შინ ღამის 3 საათზე მიიყვანა. მგზავრობის საფასურმა 25 დოლარი შეადგინა. როცა მძღოლმა მოკრივეს თანხის ოდენობა დაუსახელა, პავლიკმა გამოაცხადა, რომ გადახდას არ აპირებდა და ტაქსისტს ლანძღვა დაუწყო.

შეგახსენებთ, რომ პავლიკი ორჯერ მოხვდა სარეაბილიტაციო კლინიკაში, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას მკურნალობდა. 2011 წელს, მოკრივე დამნაშავედ სცნეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში
მართვის გამო.

პავლიკმა 2007 წელს, 72.5-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-სა და WBO-ის ტიტულები მოიპოვა, მაგრამ 2010 წელს დათმო ორივე საჩემპიონო ქამარი არგენტინელ სერხიო მარტინესთან დამარცხების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული