სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ სამომავლო გეგმების შესახებ ილაპარაკა. უკრაინელის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ უმცროსი კლიჩკო თავის მორიგ ბრძოლას მომავალი წლის მარტში ჩაატარებს. გარდა ამისა, ჩემპიონმა პოტენციურ მეტოქეებზეც ილაპარაკა.
"ვფიქრობ, მარტში დავბრუნდები რინგზე. მეტოქეები? ამ ეტაპზე ჩემს ოპონენტებად მივიჩნევ რუს დენის ბოიცოვს, ტაისონ ფიურისა და დევიდ ჰეის ბრძოლაში გამარჯვებულს, ბულგარელ კუბრატ პულევს, ამერიკელებს - დეონტეი უაილდერსა და ბრაიანტ ჯენინგსს. როგორც ვიცი, ფინელი რობერტ ჰელენიუსი ტრავმირებულია.
რაც შეეხება WBO-ს ტიტულის აუცილებელ დაცვას, ჩემი აზრით, იქ ჯერ არაფერი გაურკვევიათ. ჩატარდება რამდენიმე მოკრივეს შორის შესარჩევი ტურნირი ან WBO ოფიციალურ პრეტენდენტს გამოიყვანს (ამ მომენტისთვის, WBO-ს რეიინგის პირველი ნომერი დენის ბოიცოვია), რომელთან ბრძოლაშიც დავიცავ ტიტულს", - განაცხადა ვლადიმერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:ვლადიმერ კლიჩკომ მსახიობი ჰეიდენ პენეტიერი დანიშნა