ტიტული ოჯახში უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო აპირებს WBC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას, რომელიც ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც მისმა უფროსმა ძმამ - ვიტალი კლიჩკომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. WBC-ის ხელმძღვანელობამ ვიტალის "საპატიო" ჩემპიონის ტიტული მიანიჭა, ხოლო თავად საჩემპიონო ქამარი ვაკანტურად გამოაცხადა.

მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მალე WBC-ის ტიტულმა კვლავ დაიდოს ბინა კლიჩკოების ოჯახში.

"რა თქმა უნდა, ჩემი უპირველესი მიზანია დავუბრუნო WBC-ის ტიტული კლიჩკოების ოჯახს",
- განაცხადა ვლადიმერმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის, უმცროსი კლიჩკო ფლობს საჩემპიონო
ქამრებს WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ვერსიებით. თუ ვლადიმერი შეძლებს WBC-ის ტიტულის მოპოვებას, ის სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონად გამოცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული