კლიჩკო რიოზე ისევ ფიქრობს

AutoSharing Option
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა 2016 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სურვილი.

"აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ოლიმპიურ თამაშებში, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის ჯანმრთელობა და მოტივაცია მექნება შერჩენილი. ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ ორწელიწადნახევარია დარჩენილი. ერთი მხრივ, ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ, მეორე მხრივ, დრო ძალიან სწრაფად გარბის"
, - ამბობს ვლადიმერი ძმები კლიჩკოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

უკრაინელი 1996 წელს, ატლანტას ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა და ადრე არაერთხელ გამოაცხადა მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვების სურვილი.

პაკიაო-ბრედლი ოფიციალურად გამოცხადდა
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ
12 აპრილს, ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში გაიმართება საკრივო ორთაბრძოლა რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, 35 წლის ფილიპინელ მენი პაკიაოსა და ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, 30 წლის ამერიკელ ტიმოტი ბრედლის შორის. ეს ამ მოკრივეების მეორე შეხვედრა იქნება. 2012 წლის ივნისში ბრედლიმ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო და ტიტული ჩამოართვა ფილიპინელს.

ცნობილი გახდა, რომ პაკიაოს გარანტირებული ჰონორარი იქნება 20 მილიონი დოლარი, ბრედლი კი ამ ბრძოლისთვის 6 მილიონს მიიღებს. ამერიკელისთვის ეს ყველაზე სოლიდური ჰონორარია მის კარიერაში. მენისთან პირველ ბრძოლაში ბრედლიმ 5 მილიონი დოლარი მიიღო. გარდა ამისა, მოკრივეები მიიღებენ პროცენტს ფასიანი ტრანსლაციების (PPV) გაყიდვიდან.

ამ ბრძოლის წინ ორივე მოკრივე გაივლის დოპინგ-ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს დოპინგის ნებაყოფლობითი ტესტირების ასოციაცია. მოკრივეები რამდენჯერმე ჩააბარებენ სინჯს ბრძოლისთვის მზადების პროცესში. სინჯების ჩაბარების გრაფიკს თავად მოკრივეთა გუნდები შეადგენენ. პაკიაო და ბრედლი ვალდებულნი იქნებიან, ნებისმიერ მომენტში გაიარონ დოპინგ-ტესტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული