ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა, რომელიც თანამედროვე კრივის საუკეთესო მებრძოლად არის მიჩნეული, "უზენაესი" ჩემპიონის (Supreme Champion) საპატიო ტიტული მიიღო მსოფლიოს საკრივო საბჭოსგან (WBC). ეს ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე არის განთავსებული.
როგორც WBC-ის აღმასრულებელი მდივანი მაურისიო სულეიმანი ამბობს, მეივეზერი დაჯილდოვდა იმის გამო, რომ ხუთ წონით კატეგორიაში მოიგო საჩემპიონო ტიტულები და ყველანაირი საკრივო რეკორდი მოხსნა.
მეივეზერმა პროფესიულ კარიერაში 45 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გამარჯვებას მიაღწია (26 - ნოკაუტით). დღეისთვის ამერიკელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში (WBC-ის ვერსიით); აგრეთვე, ორი ტიტული აქვს 69.9
კილოში - WBC-ისა და WBA-ის ვერსიებით. თავის ბოლო ბრძოლაში ფლოიდმა მექსიკელი საულ ალვარესი დაამარცხა, რომელსაც ასევე არ ჰქონდა წაგება პროფესიულ რინგზე. ამ ბრძოლისთვის მეივეზერმა კრივის ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - 41.5 მილიონი დოლარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"