ქართველმა მოკრივეებმა ანაპაში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს

AutoSharing Option
ანაპაში გრძელდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 9 წარმომადგენელი ჩაება.

ოთხდღიანი პაექრობების შემდეგ სამი ჩვენებური ნახევარფინალში გავიდა და სულ მცირე, ბრინჯაოს მედლები გაინაღდა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში უჩა მაისურაძემ კირილ ფიპოვიჩი (ბელორუსი) და ოლივერ კერტი (ირლანდია) ერთნაირი ანგარიშით (2:1) დაამარცხა და ნახევარფინალში ტემირლან ხანგიჩიევს (რუსეთი) დაუპირისპირდება.

თანაგუნდელს მხარი აუბეს გიორგი ჩარგაზიამ (46) და რატი ტლაშაძემ (75), რომლებმაც, შესაბამისად, მაქსიმ ალინიკაუს (ბელორუსი, 2:1), ლიამ კალაჩანს (ირლანდია, 3:0) და ულაძისლაუ ნიკიტშინს (ბელორუსი, 2:1), იგორ ვიქტოროვს (უკრაინა, 2:1) სძლიეს.

15 ნოემბერს, ნახევარფინალში
ჩარგაზია რუფათ ჰუსეინოვს (აზერბაიჯანი), ხოლო ტლაშაძე ანდრეი პანკოვს (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

დანარჩენ ჩვენებურთა შეხვედრები ასე დამთავრდა: გაგიკ პოზოიანი (50 კგ)-ანდრეი ტეოდორ უდუბასა (რუმინეთი) 3:0, პოზოიანი-პატრიკ კლერი (ირლანდია) 0:3; ვალერი ბოყოველი (54)-რობერტ ეუსებიუ (რუმინეთი) 0:3; გიორგი დოლიაშვილი (63)-ემილ იორგენსენი (დანია) 2:1, დოლიაშვილი-მარკ კონტრეზი (უნგრეთი) 0:3; გიორგი ხარაბაძე (66)-იეგორს არტიომოვსი (ლატვია) 3:0. იაგო გედენიძე (80)-მუჰამედ აიდინი (თურქეთი) 3:0, გედენიძე-ვიდალ რილეი (ინგლისი) 0:3; გიორგი ზურაბიანი (+80)-ანგელ ანგელოვი (ბულგარეთი) 1:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხარაბაძე ჩემპიონია
aleqsandre
16 ნოემბერი 2013 19:40
0
ხარაბაძე და ტლაშაძე ფინალში გავიდნენ და ხვალ ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ.
aleqsandre
15 ნოემბერი 2013 23:42
0
ხარაბაძეც გავიდა ნახევარფინალში. მაისურაძემ წააგო ნახევარფინალში, ხოლო ტლასაძემ მოიგო და ფინალში გავიდა.
aleqsandre
15 ნოემბერი 2013 15:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული