მხრის დაზიანების სამკურნალოდ, ჰეის ოპერაციის გაკეთება მოუწია. ხუთსაათიანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჰეის გუნდმა გამოაქვეყნა 33 წლის მოკრივის გულშემატკივრებისთვის არცთუ ისე სასიხარულო განცხადება.
"გასულ ხუთშაბათს დევიდს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. ამ პროცედურის მიზანი იყო მარჯვენა მხრის აღდგენა. ოპერაციის შემდეგ სრული სერიოზულობით განვიხილავთ კარიერის დასრულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - წერია განცხადებაში.
ჰეიმ განაცხადა, რომ ექიმების დასკვნა და რჩევა მისთვის
მოკრივემ დაამატა, რომ 2013 წელი ყველაზე ცუდი იყო მის კარიერაში ტრავმების დიდი რაოდენობის გამო. ბრიტანელის თქმით, რინგზე გატარებულმა 23-მა წელმა თავისი გააკეთა და ახლა მოუწევს ექიმების რჩევით სპორტიდან წასვლა.
ჰეის უახლოესი ბრძოლა 2014 წლის 8 თებერვლისთვის იყო დანიშნული. ეს შეხვედრა პირველი უნდა ყოფილიყო ბრიტანელისთვის საკრივო ლიცენზიის დაბრუნების შემდეგ, რომელიც მან 2011 წლის ოქტომბერში დაკარგა, როცა პირველად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.
ბოლო ბრძოლა ჰეიმ 2012 წლის ივლისში ჩაატარა თანამემამულე დერეკ ჩისორას წინააღმდეგ. მაშინ მოკრივეები ლუქსემბურგის კრივის ფედერაციის მიერ გაცემული დროებითი ლიცენზიით გავიდნენ რინგზე.
სულ პროფესიულ რინგზე დევიდ ჰეიმ 28 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 26 (24 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.
საბედისწერო ნოკაუტი
კოლუმბიელმა მოკრივემ ხოსე კარმონამ, რომელიც 57.2 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, ორი ოპერაცია გადაიტანა თავის ტვინზე მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე ნოკაუტით დამარცხდა რამდენიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, მექსიკელ ხორხე არსესთან.
ოპერაციის შემდეგ მოკრივის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური. ექიმების თქმით, რამდენად ეფექტური იქნება ოპერაცია, უახლოესი ორი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
არსესა და კარმონას ბრძოლა 16 ნოემბერს, მექსიკის ქალაქ სან ლუის პოტოსში გაიმართა. მეოთხე რაუნდში არსემ კარმონა ნოკდაუნში გაგზავნა, მერვე რაუნდში კი მოწინააღმდეგე ბაგირებთან მიიმწყვდია და დარტყმების სერიები განახორციელა. რეფერიმ დაინახა, რომ კარმონას თავის დაცვის უნარი არ ჰქონდა და ბრძოლა შეაჩერა. კოლუმბიელი რინგიდან საკაცით გაიყვანეს.
სულ 24 წლის კარმონამ კარიერაში 26 ბრძოლა ჩაატარა. მან 22 შეხვედრა მოიგო (12 - ნოკაუტით) და ოთხჯერ დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევიდ ჰეი რეიტინგის მიღმა