დერეკ ჩისორა: სადამდე ვუცადო უსიკს, Bellator-ში ვიჩხუბებ

AutoSharing Option
36 წლის ბრიტანელი მძიმეწონოსანი მოკრივე დერეკ ჩისორა ძალების მოსინჯვას შერეულ ორთაბრძოლებში აპირებს. ამ გადაწყვეტილებამდე დერეკი ალექსანდრ უსიკთან ბრძოლის თარიღის გაურკვევლობის გამო მივიდა.

შეგახსენებთ, უსიკს და ჩისორას ბრძოლა მაისში უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"თუ არ დასახელდება უსიკთან ბრძოლის თარიღი, ვფიქრობ, სანამ ველოდები, ივლისში Bellator-ში ჩავატარებ შეხვედრას, - ციტირებს ჩისორას ESPN. - მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ. დიდ ბრიტანეთში ივლისში ტურნირის გამართვა იგეგმება. ვფიქრობ, მანდ შედგება ჩემი დებიუტიც. MMA-თი 2.5 წელი ვიყავი დაკავებული და London Shootfighters-ში ვვარჯიშობდი.
სანამ ველოდები უსიკს, MMA-ში ბრძოლას გავმართავ."

ჩისორამ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩხუბს:

"ეს შეუძლიათ გააკეთონ მოყვარულმა მოკრივეებმა ან ნაკლებად ცნობილებმა. ენტონი ჯოშუა, ტაისონ ფიური და მე ასე ვერ ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, უსიკთან ბრძოლაც გულშემატკივრის გარეშე არ იქნება."


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული