
ბრიტანელი ჩისორა 31 წლისაა, ხოლო ლობჟანიძე - 34 წლის. გორელ მოკრივეს 16 ორთაბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც მან 13 მოიგო (11 ნოკაუტით) და სამი წააგო (სამივე ნოკაუტით). ჩისორას 25-დან 20 ბრძოლა აქვს მოგებული.
2012 წელს ჩისორამ საჩემპიონო ბრძოლა დათმო ვიტალი კლიჩკოსთან, ხოლო იმავე წელს დევიდ ჰეის პრესკონფერენციაზე ეჩხუბა.