ბრძოლის დასაწყისი მდიდარი იყო მოვლენებით. დევიდ ჰეი უფრო აქტიური იყო, ბელიუ კი, თავის მხრივ, ფრთხილად მოქმედებდა. ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო მეექვსე რაუნდი, როცა მოკრივეებმა დარტყმები გაცვალეს.
სწორედ ამ რაუნდში ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნოკდაუნში ჩავარდა, თან ფეხის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, ძლივს მოძრაობ
მე-11 რაუნდში დაუძლურებული დევიდ ჰეი კიდევ ერთხელ ჩავარდა ნოკდაუნში და ბაგირებიდან გარეთ გადავარდა. დევიდმა შეძლო წამოდგომა, მაგრამ საქმეში მისი გუნდი ჩაერია და რინგზე თეთრი პირსახოცი გადააგდო.
ეს შედეგი ბევრმა მოულოდნელად აღიქვა, რადგან ფავორიტად დევიდ ჰეი მიიჩნეოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"