ძველები იგებენ და აგებენ

AutoSharing Option
სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შეინ მოსლიმ წააგო ორთაბრძოლა ავსტრალიელ ენტონი მანდაინთან, რომელიც 26 ნოემბერს ქალაქ სიდნეიში გაიმართა. ექვსი რაუნდის შემდეგ მოსლიმ უარი განაცხადა შეხვედრის გაგრძელებაზე.

ბრძოლა იმართებოდა 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. როგორც Boxingscene-ი აღნიშნავს, 38 წლის მანდაინს შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდა. მეოთხე რაუნდში ამერიკელ მოკრივეს ფეხი დაუცდა და რინგზე დაეცა. იგივე განმეორდა მეხუთე რაუნდში.

მეექვსე რაუნდის დასრულების შემდეგ შეინი თავის კუთხეში დაბრუნდა, თან წელზე იკიდებდა ხელს. თავის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოსლი მეშვიდე რაუნდზე აღარ გასულა.

მანდაინი ადრე მსოფლიოს
ჩემპიონი იყო 69.9 და 76.2 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მას კარიერაში 45 მოგება (27 - ნოკაუტით) და ხუთი წაგება აქვს.

* * *
ამასობაში, დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ბრძოლა ჩაატარა მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ანტონიო ტარვერმა. ამერიკელმა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე მაიკ შეპარდი. ბრძოლა 26 ნოემბერს მაიამიში, 90.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა.

მეოთხე რაუნდის მსვლელობისას, ტარვერის დარტყმების შემდეგ, შეპარდი სამჯერ ჩავარდა ნოკდაუნში. მორიგი წაქცევის შემდეგ რეფერიმ აღარ დაითვალა და შეწყვიტა ბრძოლა.

ტარვერი დისკვალიფიცირებული იყო ნიგერიელ ლატიფ კაიოდესთან ჩხუბის შემდეგ, რომელიც 2012 წლის ივნისში შედგა. მაშინ ამერიკელის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა სტეროიდებზე.

შეპარდთან ბრძოლა 30-ე იყო ტარვერის კარიერაში და მან 24-ე გამარჯვებას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მენი პაკიაოს მოგებით დაბრუნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული