ბრძოლა იმართებოდა 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. როგორც Boxingscene-ი აღნიშნავს, 38 წლის მანდაინს შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდა. მეოთხე რაუნდში ამერიკელ მოკრივეს ფეხი დაუცდა და რინგზე დაეცა. იგივე განმეორდა მეხუთე რაუნდში.
მეექვსე რაუნდის დასრულების შემდეგ შეინი თავის კუთხეში დაბრუნდა, თან წელზე იკიდებდა ხელს. თავის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოსლი მეშვიდე რაუნდზე აღარ გასულა.
მანდაინი ადრე მსოფლიოს
* * *
ამასობაში, დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ბრძოლა ჩაატარა მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ანტონიო ტარვერმა. ამერიკელმა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე მაიკ შეპარდი. ბრძოლა 26 ნოემბერს მაიამიში, 90.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა.
მეოთხე რაუნდის მსვლელობისას, ტარვერის დარტყმების შემდეგ, შეპარდი სამჯერ ჩავარდა ნოკდაუნში. მორიგი წაქცევის შემდეგ რეფერიმ აღარ დაითვალა და შეწყვიტა ბრძოლა.
ტარვერი დისკვალიფიცირებული იყო ნიგერიელ ლატიფ კაიოდესთან ჩხუბის შემდეგ, რომელიც 2012 წლის ივნისში შედგა. მაშინ ამერიკელის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა სტეროიდებზე.
შეპარდთან ბრძოლა 30-ე იყო ტარვერის კარიერაში და მან 24-ე გამარჯვებას მიაღწია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მენი პაკიაოს მოგებით დაბრუნება