ჩეხი მოკრივე ბევრით არ ჩამორჩებოდა სკანდალურად ცნობილ ბრიტანელს. მეორე რაუნდში მან ზუსტი დარტყმით გააბრუა ჩისორა და აიძულა ის, დაცვაში გადასულიყო. შეხვედრის დიდი ნაწილი მოკრივეებმა ახლო ბრძოლაში გაატარეს, მოკლე დარტყმებს ცვლიდნენ და ბევრს იბრძოდნენ კლინჩში.
მესამე რაუნდში ჩისორას დარტყმების სერიის შემდეგ, ჩეხი მოკრივე რინგის კუთხეში მეტოქესთან ზურგშექცევით აღმოჩნდა. რეფერიმ მიიჩნია, რომ პალას აღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება და ტექნიკური ნოკაუტით
ასეა თუ ისე, ჩისორამ კარიერაში მე-19 გამარჯვება (13 - ნოკაუტით) მოიპოვა. გასული წლის ზაფხულში, თანამემამულე დევიდ ჰეისთან წაგების შემდეგ, დერეკი ოთხჯერ ავიდა რინგზე და ოთხივეჯერ გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ყველა ნოკაუტით. მიუხედავად ამისა, ჩისორა მხოლოდ ერთი ვერსიით (WBC) შედის მსოფლიოს 15 საუკეთესო მძიმეწონოსანს შორის - ამ რეიტინგში ის მეშვიდე ადგილზეა. პალა კარიერაში მეოთხედ დამარცხდა 32 შეხვედრაში.
კლიჩკოს ვადა გადაუწიეს
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) გადაწყვიტა გადაწიოს ბოლო ვადა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონისთვის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსთვის, როცა მან უნდა გამოაცხადოს საკრივო კარიერის გაგრძელების ან დასრულების შესახებ. წინა დედლაინი ამა წლის 30 ნოემბერი იყო.
"WBC-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა გააგრძელოს ვიტალი კლიჩკოსთვის გადაწყვეტილების მიღების ვადა 15 დეკემბრამდე, - ამბობს WBC-ის აღმასრულებელი მდივანი მაურისიო სულეიმანი. - პირველ რიგში, ეს იმით არის განპირობებული, რომ დაიწყო დღესასწაულების სეზონი და ეს ართულებს დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერს ემუქრება