ბრიტანელი მოკრივე ამირ ხანი დარწმუნებულია, რომ შეძლებს 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ისა და WBA-ს ჩემპიონის, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის დამარცხებას. ხანის თქმით, ის არ ჩამორჩება თავის მომავალ მეტოქეს არც სისწრაფითა და არც ფიზიკური ძალით. შეგახსენებთ, რომ ხანსა და მეივეზერს შორის ბრძოლა 2014 წლის 3 მაისს გაიმართება.
"მეივეზერი ყოველთვის ებრძვის ისეთ მოკრივეებს, რომლებსაც სისწრაფე არ გააჩნიათ, - ამბობს ბრიტანელი. -
მაგრამ დადგა დრო, როცა ის უნდა დაუპირისპირდეს თავისნაირ მებრძოლს სისწრაფისა და გაბარიტების მხრივ. მე არ მეშინია მეივეზერის. საერთოდ არავისი მეშინია.
პატივს ვცემ მეივეზერის მიღწევებს, მაგრამ მეტი არაფერი. მისი მეტოქეები იყვნენ მხოლოდ ისეთი მოკრივეები, რომელთა მანიპულირებაც იოლად შეეძლო, მაგრამ ჩემთან ასეთი რამ არ გაუვა. მე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოკრივე ვარ მსოფლიოში. ამიტომაც ვნახოთ, როგორ მოახერხებს ჩემთან გამკლავებას".ხანის ანგარიშზე 26 მოგება და სამი მარცხია, მეივეზერი კი დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:ფლოიდ მეივეზერი უზენაესი ჩემპიონია