კლიჩკოს ავსტრალიელი ტაისონი დაუნიშნეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) დანიშნა ბრძოლა უკრაინელ სუპერმძიმეწონოსან ვლადიმერ კლიჩკოსა და ავსტრალიელ ალექს ლეაპაის შორის. ამ უკანასკნელს მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსი. ამ ტიტულს WBO-ს ვერსიით სწორედ უმცროსი კლიჩკო ფლობს.

უკრაინელისა და ავსტრალიელის მხარეებს 30 დღე მისცეს ბრძოლის ორგანიზებისთვის. თუ კლიჩკო და ლეაპაი ვერ მოილაპარაკებენ, ბრძოლის ორგანიზების უფლებას აუქციონზე გაითამაშებენ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ლეაპაის სურს, კლიჩკოსთან შეხვედრა აზიის ტერიტორიაზე გაიმართოს, მაგალითად, ჩინეთში, სადაც ავსტრალიელმა ორჯერ იჩხუბა და პოპულარობაც მოიპოვა (იქ ლეაპაის "ავსტრალიელ მაიკ ტაისონს" უწოდებენ).

34 წლის ლეაპაიმ
23 ნოემბერს დაამარცხა რუსი დენის ბოიცოვი, რომელიც პირველ ადგილს იკავებდა WBO-ს რეიტინგში მძიმე წონით კატეგორიაში. იმ შეხვედრაში ავსტრალიელმა ქულებით გაიმარჯვა. სულ კი მას პროფესიულ რინგზე 37 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან მოიგო 30 (24 - ნოკაუტით), ოთხჯერ დამარცხდა და სამი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

მაიკი მხოლოდ პაკიაოს აღიარებს
ლეგენდარულმა ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა, 47 წლის მაიკ ტაისონმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რომელი თანამედროვე მოკრივის ბრძოლის ხილვა ანიჭებს მას ყველაზე დიდ სიამოვნებას.

"თანამედროვე დიდი მოკრივეები? მენი პაკიაო გამოიყურებოდა ფანტასტიკურად თავის ბოლო ბრძოლაში. ვერც ერთი მოკრივე ვერ აჩვენებს იმას, რაც მენიმ იმ საღამოს შემოგვთავაზა. დამისახელეთ მებრძოლი, რომელიც უკეთ გამოიყურება, ვიდრე პაკიაო იყო რიოსთან ბრძოლის დროს.

ფლოიდ მეივეზერზე რას ვიტყვი? ეს აჩვენებს, რომ შენ ნული ხარ კრივში. შენ არაფერი იცი კრივის შესახებ (ასე მიმართა ტაისონმა შოუს წამყვანს). აქ არ მიდის ლაპარაკი იმის შესახებ, ვინ უფრო ძლიერია. უბრალოდ, თანამედროვე კრივში ვერავინ აჩვენებს ისეთ ჩხუბს, როგორიც პაკიაომ შემოგვთავაზა რიოსთან შეხვედრაში.

თქვენ მეუბნებით, რომ გენადი გოლოვკინი ძალიან კარგია რინგზე, მაგრამ ის ვერ აკეთებს ისეთ მოძრაობებს, როგორსაც მენი. ეს ფანტასტიკური მოძრაობები იყო. რიოსმა ერთი ნორმალური დარტყმაც ვერ შეასრულა. დიახ, მე მომწონს აგრესიული და აქტიური მოკრივეები. პაკიაო ბევრს ურტყამდა, ბრწყინვალედ მოძრაობდა. ეს შესანიშნავი იყო", - შეაქო ფილიპინელი "რკინის მაიკმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დერეკ ჩისორამ ზედიზედ მეოთხე მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული