ვიტალი კლიჩკო ბოლომდე არ წასულა

AutoSharing Option
უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო არ ადასტურებს პროფესიული კარიერის დასრულებას. უფროსი კლიჩკოს სიტყვებით, მას აქვს პროფესიულ რინგზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წარმატებით დაბრუნების გამოცდილება, ამიტომაც პრობლემას ვერ ხედავს ამის კიდევ ერთხელ გაკეთებაში.

“ამ მომენტისთვის მე არ შემიძლია ოფიციალურად დავადასტურო, რომ დავასრულე კარიერა,
- მოჰყავს Boxingscene-ს კლიჩკოს სიტყვები. - დაახლოებით ათი წლის წინ მე მქონდა ოთხწლიანი შესვენება, მაგრამ დავბრუნდი რინგზე და მოვიპოვე WBC-ის საჩემპიონო ქამარი. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხოსე სულეიმანმა ნება დამრთო, კიდევ ერთხელ მოვიქცე ასე”.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ვიტალი კლიჩკომ ნებაყოფლობით
დათმო WBC-ის ტიტული, რის შემდეგაც უკრაინელს მიენიჭა ამ ვერსიით “საპატიო” ჩემპიონობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული