უკრაინელმა მოკრივემ რინგიდან ბარიკადებზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
პროფესიული კრივიდან წასულ ვიტალი კლიჩკოს სერიოზული ბრძოლების გადატანა უწევს კიევის ქუჩებში, სადაც გრძელდება ოპოზიციის გამოსვლები უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ.

კვირას, გრუშევსკის ქუჩაზე დაწყებული შეტაკებების დროს, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ყოფილ ჩემპიონს ცეცხლსაქრობი შეასხეს.

ზოგიერთმა მომიტინგემ მილიციონერების მხარეს მაშხალებისა და ხმოვანი ყუმბარების სროლა დაიწყო. პასუხად, კლიჩკომ მათ იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან სამართალდამცავებისგან ეს პროვოკაციად აღიქმებოდა.

მოკრივის ამ სიტყვების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსს სტვენა აუტეხეს, ერთმა მომიტინგემ კი სპორტსმენზე ცეცხლსაქრობის ბალონიდან ჭავლი მიუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული