ვლადიმირ კლიჩკოს ამერიკაში ნახავენ

AutoSharing Option
ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ უკრაინელი სუპერმძიმეწონოსნის, ვლადიმირ კლიჩკოს ბრძოლების ჩვენებაზე ექსკლუზიური უფლება შეიძინა.

ხელშეკრულება სამ ბრძოლაზეა გათვლილი და ამ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უჩვენებენ. პირველი იქნება უკრაინელი ჩემპიონის ბრძოლა ბულგარელ კუბრატ პულევთან, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. აქ ვლადიმირი IBF-ის საჩემპიონო ტიტულს დაიცავს.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი უმცროსი კლიჩკოს მომავალ გრაფიკსა და მოწინააღმდეგეებზე, მაგრამ HBO ვარაუდობს, რომ პულევის დამარცხების შემდეგ უკრაინელი იზრუნებს WBC-ის ჩემპიონთან ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე. სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გამოვლინდეს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. HBO აპირებს, დაეხმაროს კლიჩკოს ასეთი
შეხვედრის ორგანიზებაში.

ცნობისთვის, ბრძოლები ვლადიმირ კლიჩკოს მონაწილეობით 150-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული