მენეჯერის სიტყვებით, უკრაინელის მეტოქე შეიძლება გახდეს უაილდერ-სტივერნს ან ჩისორა-ფიურის ბრძოლებში გამარჯვებული; აგრეთვე, ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი.
"ვლადიმირთან ბრძოლის კანდიდატია ჯენინგსი; ასევე, სტივერნსა და უაილდერს შორის ბრძოლაში გამარჯვებული, - ამბობს ბერნდ ბენტე. - ჩვენი მიზანია WBC-ის ტიტულის დაბრუნება კლიჩკოების ოჯახში. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის იჩხუბებენ სტივერნი და უაილდერი.
სავარაუდოდ, ეს მოხდება იანვარში ან თებერვალში. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ
ასევე, არ გამოვრიცხავთ მეტოქედ ჩისორასა და ფიურის შორის გამარჯვებულს. ეს ბრძოლა შეიძლება გაიმართოს ინგლისში ან გერმანიაში. ამ შეხვედრის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის, რომ გამარჯვებული ამ თვის ბოლოს გაირკვევა. შენონ ბრიგსთან ბრძოლა არ განიხილება, მაგრამ მომავალში არ შეიძლება ამ ვარიანტის მთლიანად გამორიცხვა".
როგორც იცით, შაბათს ვლადიმირ კლიჩკომ მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ბულგარელი კუბრატ პულევი. ირკვევა, რომ ბრძოლის შემდეგ ბულგარელი მოკრივე კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმები ეჭვობდნენ ყვრიმალის ძვლის მოტეხილობასა და ტვინის შერყევას. საბედნიეროდ, პულევმა აიცილა თავიდან სერიოზული ტრავმები.
"საავადმყოფოში ღამის სამის ნახევრამდე ვიყავით, - ამბობს პულევის მენეჯერი კრის მაიერი. - გამოკვლევამ არაფერი აჩვენა. მოტეხილობა არ არის, არც სისხლჩაქცევა ტვინში, მხოლოდ მცირე შერყევა. მალე პულევი სოფიაში გაემგზავრება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"