ვლადიმირ კლიჩკომ მენი პაკიაოს გაასწრო

AutoSharing Option
შაბათს, ბულგარელი კუბრატ პულევის დამარცხების შემდეგ უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ გაიმყარა პოზიციები მსოფლიოს რეიტინგში.

სტატისტიკურმა პორტალმა Boxrec-მა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კლასიფიკაციაში მებრძოლები წონის გაუთვალისწინებლად არიან შეყვანილნი.

კლიჩკომ ფილიპინელ ვარსკვლავს, მენი პაკიაოს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველი კვლავაც ამერიკელი ფლოიდ მეივეზერია.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეივეზერი (აშშ)
2. ვლადიმირ კლიჩკო (უკრაინა)
3. მენი პაკიაო (ფილიპინები)
4. ხუან მანუელ მარკესი (მექსიკა)
5. საულ ალვარესი (მექსიკა)
6. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი)
7. კარლ ფროჩი (ბრიტანეთი)
8. დენი გარსია
(აშშ)
9. ადონის სტივენსონი (კანადა)
10. სერგეი კოვალიოვი (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული