ვლადიმირ კლიჩკოს მეტოქე უპოვეს

AutoSharing Option
გუშინ გამოცხადდა სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლის მთავარი კანდიდატი. კლიჩკოს მენეჯერის, ბერნდ ბენტეს თქმით, ჩემპიონთან ჩხუბის ერთადერთი პრეტენდენტია ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი.

ამ მომენტისთვის მხოლოდ ჯენინგსთან ბრძოლაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული", - ამბობს ბენტე.

გერმანელი პრომოუტერის განცხადებით, კლიჩკოსა და ჯენინგსს შორის ორთაბრძოლა, შესაძლოა, 2015 წლის აპრილში ნიუ იორკში გაიმართოს. ბოლოს უკრაინელმა აშშ-ის ტერიტორიაზე 2008 წლის თებერვალში იჩხუბა. მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ვლადიმირმა რუსი სულთან იბრაგიმოვი დაამარცხა.

30 წლის ჯენინგსი WBC-ის ვერსიით
მსოფლიოს ჩემპიონთან, ბერმეინ სტივერნთან ბრძოლის მთავარი კანდიდატია. ამერიკელმა პროფესიულ რინგზე 19 ბრძოლიდან ყველა მოიგო, მათ შორის 10 - ნოკაუტით. კლიჩკო სამი ვერსიით არის საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი - WBA-თი, WBO-თი და IBF-ით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული