ვლადიმირ კლიჩკო ნიუ იორკში იბრძოლებს?

AutoSharing Option
როგორც ამერიკული პრესა წერს, თითქმის გადაწყვეტილია უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ამერიკელი ბრაიანტ ჯენკინსის შეხვედრა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მომავალი ბრძოლისთვის უკვე დაჯავშნულია ნიუ იორკში Barclays Centre-ის არენა, რომელიც NBA-ს კლუბ "ბრუკლინ ნეტსს" ეკუთვნის და ის 19 ათას მაყურებელს იტევს.

სახელდება ბრძოლის თარიღიც - 25 აპრილი. კლიჩკოს მომავალი მეტოქე დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე, უკრაინელს კი 67 ბრძოლაში 63 აქვს მოგებული.

ბოლოს უმცროსმა კლიჩკომ ამერიკაში შვიდი წლის წინ იჩხუბა - 2008 წლის თებერვალში ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" WBO-ს ვერსიით ჩემპიონის
ტიტული ჩამოართვა რუს სულთან იბრაჰიმოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული