ვლადიმირ კლიჩკო 2014 წლის საუკეთესო ნოკაუტერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ გაიმარჯვა "წლის საუკეთესო ნოკაუტის" ნომინაციაში. გამოკითხვა ESPN-მა ჩაატარა. კლიჩკომ ეს ჯილდო ბულგარელ კუბრატ პულევთან ბრძოლაში მიყენებული დარტყმისთვის მიიღო.

შეხვედრა ქალაქ ჰამბურგში 15 ნოემბერს გაიმართა. კლიჩკომ მეტოქე მეხუთე რაუნდში დაამარცხა. ESPN იხსენებს, რომ პირველ ოთხ რაუნდში პულევი რამდენჯერმე აღმოჩნდა ნოკდაუნში, სანამ მეხუთე სამწუთეულში რეფერიმ ბრძოლა არ გააჩერა. ამ მოგებით უმცროსმა კლიჩკომ საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.

ბრძოლა არც ისე საინტერესო გამოვიდა - პროგნოზების მიუხედავად, პულევმა ვერაფერი დაუპირისპირა თავის მეტოქეს. უკვე პირველ რაუნდში ბულგარელმა ორი
მძლავრი დარტყმა გაატარა, რომლისგანაც გონს ვეღარ მოვიდა.

წლის საუკეთესო ნოკაუტები ESPN-ის ვერსიით:
2014 - კლიჩკო პულევის წინააღმდეგ
2013 - სტივენსონი დოუსონის წინააღმდეგ
2012 - მარკესი პაკიაოს წინააღმდეგ
2011 - დონერი მონტიელის წინააღმდეგ
2010 - მარტინესი უილიამსის წინააღმდეგ
2009 - პაკიაო ჰატონის წინააღმდეგ
2008 - მირანდა ბენქსის წინააღმდეგ
2007 - უილსონი ნვოდოს წინააღმდეგ
2006 - ბროკი ლოურენსის წინააღმდეგ
2005 - გრინი კოდრინგტონის წინააღმდეგ
2004 - ტარვერი ჯონსის წინააღმდეგ
2003 - ხუარესი დიასის წინააღმდეგ
2002 - ჯონსი კელის წინააღმდეგ
2001 - ლუისი რაჰმანის წინააღმდეგ
2000 - ლუისი ბოთას წინააღმდეგ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული