ახალი ჩემპიონი და კლიჩკოს ახალი ბრძოლა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საინტერესო საკრივო ორთაბრძოლა შედგა ლას ვეგასში. სუპერმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამარს იცავდა კანადელი ბერმეინ სტივერნი. პრეტენდენტი გახლდათ ამერიკელი დეონტეი უაილდერი.

მოკრივეებმა რინგზე 12 რაუნდი დაჰყვეს და 29 წლის ამერიკელმა, რომელიც ბრძოლის ფავორიტად მიიჩნეოდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა 36 წლის კანადელი: 118-109, 119-108, 120-107.

აღსანიშნავია, რომ უაილდერმა კარიერაში პირველად მოიგო მსაჯების გადაწყვეტილებით. მანამდე მას 32 ბრძოლიდან ყველა ნოკაუტით ჰქონდა მოგებული.

* * *
ამასობაში, გამოცხადდა, რომ ამერიკელმა ბრაიანტ ჯენინგსმა ხელი მოაწერა IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ
ვლადიმირ კლიჩკოსთან შეხვედრის კონტრაქტს.

"ბრძოლა შედგება. ყველაფერი გაფორმებულია", - განაცხადა მოკრივემ.

ჯენინგსმა დაადასტურა, რომ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა 25 აპრილს, ნიუ იორკში, "ბარკლაი-ცენტრში" გაიმართება.

ამ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, კლიჩკო უკვე ტიტულების გამაერთიანებელ შეხვედრაში დაუპირისპირდება დეონტეი უაილდერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული