ძმებმა კლიჩკოებმა 100 მილიონად არ იჩხუბეს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, 38 წლის უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ თავის უფროს ძმასთან - ვიტალისთან ჩხუბის სანაცვლოდ ამერიკელი პრომოუტერი დონ კინგი უკრაინელებს 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

"მე და ვიტალის ხშირად გვეკითხებოდნენ - ხომ არ ვაპირებთ ერთობლივი ბრძოლის ჩატარებას, თუმცა ჩვენ ერთხელ დავპირდით დედას, რომ ამას არასოდეს გავაკეთებდით. მხოლოდ ამ პირობით დათანხმდა ის ჩვენ გაშვებას კრივში.

"ბიჭებო, თქვენ ისტორიაში შეხვალთ. მე თქვენ არნახულ სიმდიდრეს მოგცემთ", - გვეუბნებოდა კინგი, მაგრამ აქ მილი
არდიც არ იქნებოდა საკმარისი. ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ გაიმართებოდა. მე ძალიან მიყვარს ვიტალი", - განაცხადა ვლადიმირმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საომრათ არ მოდიხარტ დონბასში ?
givi
12:42 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული