ვლადიმირ კლიჩკო: ჯერ ფიური, შემდეგ უაილდერი

AutoSharing Option
უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონის, ვლადიმირ კლიჩკოს მენეჯერმა ბერნდ ბენტემ თავისი კლიენტის უახლოეს გეგმებზე ილაპარაკა, რომლის ნაწილიც გახლავთ ბრძოლა ტაისონ ფიურის წინააღმდეგ.

როგორც იცით, 25 აპრილს ვლადიმირი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს ბრძოლას ბრაიანტ ჯენინგსის წინააღმდეგ. საინტერესოა, როგორი იქნება უკრაინელის მომდევნო მეტოქეების სია.

"ამ მომენტისთვის შენონ ბრიგსს არ განვიხილავთ სავარაუდო მეტოქედ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა 25 აპრილის ბრძოლის შემდეგ ტაისონ ფიურისთან შეხვედრა, რასაც უნდა მოჰყვეს ბრძოლა WBC-ის ჩემპიონ დეონტეი უაილდერთან. თუმცა პირიქითაც შეიძლება. უაილდერის მენეჯერი ელ ჰეიმონი ამბობს, რომ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის გამართვა ამა
წლის ბოლოს სურს, თუმცა ეს შეიძლება 2016 წელს მოხდეს", - განაცხადა ბენტემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული