შეჯიბრების პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ერანოსიანმა ნორვეგიელ ალი სტოურს სძლია, თუმცა მერვედფინალში თავადაც დამარცხდა აზერბაიჯანელ ელვინ ისაევთან. ამავე დღეს კიდევ ორი ქართველი გამოეთიშა ტურნირს: 69 კილოში ჯემალ შალამბერიძემ ვერაფერი გააწყო სქოთ ფიცჯერალდთან (ინგლისი), ბადრი ხარძიანს (75) კი მიჩელ ორეილმა (ირლანდია) აჯობა.
სამაგიეროდ, წარმატებით გამოვიდნენ ნიკოლოზ სეხნიაშვილი (81), ლევან გულედანი (91) და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91), რომლებმაც მერვედფინალში, შესაბამისად, პოლონეიკის კალამარასი (საბერძნეთი),
ნახევარფინალში სეხნიაშვილმა (უზბეკ ელშუდ რასულოვთან), გულედანმა (უზბეკ რუსტამ ტულაგანოვთან) და ბახტიძემაც (ყირგიზ კამშიბეკ კონკაბაიევთან) დათმეს თავიანთი პაექრობები და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"