ვლადიმირ კლიჩკოს ომის არ ეშინია

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო მზად არის უკრაინის არმიაში წასასვლელად. ამის შესახებ ფრანგული სააგენტო "ფრანს პრესი" წერს.

"ჯერჯერობით გაწვევა არ მიმიღია, მაგრამ თუ გამომიძახებენ, კანონს დავემორჩილები", - განაცხადა მოკრივემ. 20 იანვრიდან უკრაინაში მიმდინარეობს მობილიზაციის მეოთხე ტალღა, რომლის რანგში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 60 წლამდე ყველა მამაკაცი.

ამასთან, უმცროსმა კლიჩკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ საზოგადოებრივი მოღვაწის რანგში ის გაცილებით სასარგებლო იქნება. სპორტსმენის თქმით, მისი ფრონტზე გამგზავრება უდიდეს ყურადღებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, მოკრივემ განაცხადა, რომ რუსეთს ბოდიშის მოხდა მოუწევს
ყირიმის მითვისების გამო. "არ შეიძლება უბრალოდ ზღვარს გადახვიდე და დაარღვიო საერთაშორისო ნორმები", - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული