დიდი კრივის წინ: ბილეთი 54 ათასად

AutoSharing Option
ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს ბრძოლაზე დასასწრები ბილეთის მაქსიმალურმა ფასმა 54 ათასი დოლარი შეადგინა, - წერს ფინანსური გამოცემა "ფორბსი".

ამასთან, ვებგვერდ SeatGeek-ზე ბილეთის მინიმალური ღირებულება 4 815 დოლარს შეადგენს. პარტერში ადგილი კრივის მოყვარულს მინიმუმ 32.8 ათასი დოლარი დაუჯდება. საბოლოოდ გამოვიდა, რომ "საუკუნის ბრძოლაზე" დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი 10.42 ათასს უდრის.

წინა რეკორდი ეკუთვნოდა მეივეზერსა და მექსიკელ საულ ალვარესს შორის ბრძოლას, რომელიც 2013 წლის სექტემბერში გაიმართა. მაშინ ბილეთის საშუალო ფასი იყო 1.6 ათასი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერისა და პაკიაოს
ორთაბრძოლა 2 მაისს, ლას ვეგასში გაიმართება. ამერიკელის ჰონორარი 180 მილიონი დოლარი იქნება, ფილიპინელი კი 120 მილიონს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
54 000 ბაქსს რომ გადაიხდი და პირველივე რაუნდში რომ ნოკაუტით დამთავრდება, მაგრად ტეხავს... :D
Georgi
09:52 17-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული