საუკუნის ბრძოლა ჩაშლის პირას?

AutoSharing Option
ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის "საუკუნის ორთაბრძოლას" ჩაშლის საფრთხე დაემუქრა. როგორც ESPN იტყობინება, ბრძოლის ჩატარებაზე კონტრაქტი ჯერაც არ არის გაფორმებული.

ფილიპინელი მოკრივის პრომოუტერმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია. მან დოკუმენტი 15 აპრილს მიიღო, მაგრამ მასში ჩამოთვლილი პირობები არ ემთხვევა იმას, რაც მხარეებმა ადრე მოილაპარაკეს. თავის მხრივ, მეივეზერის პრომოუტერმა ლეონარდ ელერბემ განაცხადა, რომ არუმი რამდენიმე თვის წინ დათანხმდა ამ პირობებს, მაგრამ ახლა უარს ამბობს მათ მიღებაზე.

როგორც იცით, ამა წლის თებერვალში მეივეზერმა გამოაცხადა პაკიაოსთან ბრძოლის
კონტრაქტის გაფორმებაზე. მოკრივეებმა სპორტის ამ სახეობის ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი უნდა მიიღონ - ამერიკელის წილი 120 მილიონ დოლარს შეადგენს, ფილიპინელისა - 80 მილიონს. ბრძოლა 2 მაისს, ლას ვეგასის MGM Grand-ის არენაზეა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წინა სტატიაში დაწერეთ რომ მეივეზერი 180 მილოინს მიიღებდა და პაკაიო 120 აკლდებათ ნელ-ნელა?
ავტორს
14:17 23-04-2015
0

სიახლეები პოპულარული