ვლადიმირ კლიჩკო კრივში დიდი ხნით რჩება, ტაისონ ფიური კი დასცინის

AutoSharing Option
ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი ვლადიმირ კლიჩკო 2015 წლის 24 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართავს ორთაბრძოლას ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან. ამის შემდეგ 39 წლის უკრაინელი მინიმუმ ხუთ ბრძოლას ჩაატარებს კარიერის ბოლომდე.

როგორც გამოცემა Bild-ი წერს, ვლადიმირმა სწორედ ხუთ ბრძოლაზე გააფორმა კონტრაქტი გერმანულ ტელეკომპანია RTL-თან.

"ეს გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ ვლადიმირი ისევ ბრწყინვალე ფორმაშია", - ხაზი გაუსვა სპორტსმენის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ.

ხელშეკრულება 2016 წლიდან შევა ძალაში.

* * *
21 ივლისს კი ვლადიმირ კლიჩკოსა და ტაისონ ფიურის ბრძოლისადმი მიძღვნილი პირველი პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც
ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა განაცხადა, მისი მიზანია, კრივის სამყაროს ჩამოაშოროს ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი.

"ჩემი პირადი მიზანია - კრივი გავათავისუფლო ისეთი ადამიანისგან, როგორიც არის კლიჩკო. შენ იმდენი ქარიზმა გაქვს, რამდენიც ჩემს ტრუსებს", - განაცხადა ფიურიმ.

ბრიტანელის თქმით, უკრაინელი ჩემპიონი ახლოსაც ვერ მივა ლარი ჰოლმსთან, მოჰამედ ალისა და მაიკ ტაისონთან, რადგან ვლადიმირს "შუშის ყბა" აქვს.

უკრაინელმა თავის სტილში უპასუხა მომავალ მეტოქეს:

"ყოველ ბრძოლაში რაღაც ახლის გამოცდა მიწევს. მიმაჩნია, რომ ტაისონ ფიურის სჯერა იმის, რასაც ამბობს. ის მოვალეობის მოხდის მიზნით არ გავა რინგზე და ტიტულის მოპოვებას შეეცდება".

ბრიტანელი ადრეც უტევდა უმცროს კლიჩკოს პრესის მეშვეობით. ფიური აკრიტიკებდა უკრაინელს მოსაწყენი სტილის გამო, საგამოფენო ძაღლს ადარებდა მას და ნოკაუტს ჰპირდებოდა ურთიერთშეხვედრაში.

პროფესიულ რინგზე 26 წლის ბრიტანელს 24-დან 24 მოგება აქვს მოპოვებული, 39 წლის კლიჩკოს ანგარიშზე კი 67 ბრძოლაში 64 მოგება და სამი მარცხი მოდის.

მომავალ ბრძოლაში გათამაშდება WBA-ს საჩემპიონო ქამარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კლიჩკო ამასაც მოუგებს და მოაკეტინებს.
jumber
15:31 22-07-2015
0
ეს ფიური მაგარი გოიმი როჟაა, კლიჩკომ ძაან დასტოინი პასუხი გასცა. საღოლ
chiko
09:55 22-07-2015
0

სიახლეები პოპულარული