ავთანდილ ხურციძემ მელვინ ბეტანკურტი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა

AutoSharing Option
7 აგვისტოს, აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ-სიტიში, საშუალო (72,6 კგ-მდე) წონაში სარეიტინგო 8-რაუნდანი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროფესიონალმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ (31-2-2, 20 КО) დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი, მელვინ ბეტანკურტი (29-3, 23 КО) პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ქართველმა "ტორნადომ" თავიდანვე მძლავრად შეუტია ბეტანკურტს. ეს უკანასკნელი თავიდან ცდილობდა, საპასუხო დარტყმებით შეეკავებინა ქართველი, მაგრამ ავთოს პრესინგს ვეღარ გაუძლო...

ბრძოლას წერტილი მაშინ დაესვა, როცა დომინიკელს თავში 36 წლის ხურციძის მძლავრი მარცხენა მოხვდა.

მელვინი ზურგზე დაეცა და პირველი 5 წამი უძრავად იწვა, თუმცა შემდეგ "გამოცოცხლდა" და
ვერტიკალური მდგომარეობა ათამდე დათვლამდე მიიღო. მიუხედავად ამისა, ბეტანკურტი ფეხებზე მყარად აშკარად ვერ იდგა და რეფერიმაც ბრძოლის დასრულება გადაწყვიტა.

ამრიგად, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ რინგზე დაბრუნებულმა ავთანდილ ხურციძემ, 2014 წლის ივლისის შემდეგ ზედიზედ მეოთხე ვადამდელი გამარჯვება იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
genacvale mase gaagrzele avto
giorgi
21:43 08-08-2015
0
შენი ჭირიმე,შენია....გაიხარე,ჩვენი გახარებისთვის....
დავით ცხამელი
12:07 09-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული