ათენის ოლიმპიადის მედალი 11 წლის დაგვიანების შემდეგ

AutoSharing Option
ავსტრალიელმა ველომრბოლმა მაიკლ როჯერსმა 11-წლიანი დაგვიანებით მიიღო ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი. დაჯილდოვების ცერემონია ლოზანაში გაიმართა. ამის შესახებ წერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

2004 წელს, როჯერსი მეოთხე იყო დროზე განცალკევებით რბოლაში. იმ სტარტის გამარჯვებული, ამერიკელი ტაილერ ჰემილტონი დოპინგის გამოყენებაში გამოიჭირეს, მაგრამ ლაბორატორიის შეცდომის გამო, B დოპინგ-სინჯის ანალიზი შეუძლებელი გახდა. ამიტომაც, ჰემილტონმა შეინარჩუნა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

2011 წელს, ამერიკელმა აღიარა დოპინგის გამოყენება და დააბრუნა 2004 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალი.

ამის შემდეგ, თამაშების ჩემპიონად გამოცხადდა რუსი ვიაჩესლავ ეკიმოვი, რომელმაც იმ რბოლაში მეორე
ადგილი დაიკავა. ვერცხლი ერგო ამერიკელ ბობი ჯულიჩს, ხოლო ბრინჯაო ავსტრალიელ როჯერსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული