დიდი შეხვედრა ჰოლივუდში

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო ჰოლივუდში უჩვეულო ღონისძიების მონაწილე გახდება.

ჰოლივუდში უნდა გაიმართოს სუპერმძიმე წონაში სხვადასხვა პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ათეული ჩემპიონის შეხვედრა და მათ შორის იქნება მოქმედი ჩემპიონი კლიჩკოც.

"ვფიქრობ, ეს არის უჩვეულო მოვლენა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქამდე მსგავი რამ ყოფილიყოს კრივის ისტორიაში - ყველა ჩემპიონი ერთად შეიკრიბება. ეს რაღაც უჩვეულოა", - განაცხადა ვლადიმიერ კლიჩკომ.

"ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ყველა - ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმეჯერ არ გვიყვარს ერთმანეთი
- როცა რინგზე საჩხუბრად გავდივართ. მაგრამ ჩვენ დიდ პატივს ვცემთ კოლეგებს და მათ სიყვარულით ვეპყრობით. ეს ისტორიული მომენტია".

მონაწილეებს შორის ელოდებიან მაიკ ტაისონს, ევანდერ ჰოლიფილდს, ლენოქს ლუისს, როი ჯონსს, ლარი ჰოლმსს, ჰასიმ რაჰმანს, ტონი ტაკერს, კრის ბერდს, შენონ ბრიგსსა და სხვებს.

გერმანიაში მოკრივეებს ჭრიან
გერმანელი სუპერმძიმეწონოსანმი მანუელ ჩარი გერმანიის ქალაქ ესენის ერთ-ერთ კაფეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, - წერს გაზეთი Bild.

2 სექტემბერს, ჩარს კონფლიქტი მოუვიდა უცნობ მამაკაცთან, რომელმაც ჩხუბის დროს, მოკრივეს რამდენიმე ტყვია დაახალა მუცლის არეში. ამის შემდეგ, დამნაშავე ავტომობილით მიიმალა. ჩარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დღეისთვის, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

თვითმხილველთა სიტყვებით, მოკრივე არ ყოფილა კონფლიქტის წამომწყები. გერმანულმა პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებს და არკვევს მომხდარის გარემოებებს.

30 წლის ჩარი ცნობილია უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან ჩხუბით. 2012 წელს, უფროსმა კლიჩკომ ნოკაუტით დაამარცხა გერმანელი. ჩარს პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა აქვს ჩატარებული, მოიგო 28 შეხვედრა (16 - ნოკაუტით) და ოთხჯერ დამარცხდა.

მოგება 50 წაგების შემდეგ
ბრიტანელმა მოკრივემ რობინ დიკინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა პროფესიულ რინგე ზედიზედ 50 წაგების შემდეგ. ლონდონში 29 წლის მოკრივემ ქულებით დაამარცხა ლატვიელი დენის კორნილოვი, - იტყობინება Mirror.

დიკინი ამ ბრძოლაში მალტის ლიცენზიას იყენებდა. ბრიტანული ლიცენზია მას ჩამოართვეს, რადგან ადგილობრივი ფედერაციის წარმომადგენლებს არ სჯეროდათ, რომ სპორტსმენი ოდესღაც გამარჯვებას მოიპოვებდა. გარდა ამისა, ექიმებს არა ერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება დიკინის ჯანრთელობასთან დაკავშირებით, რადგან ის დეფორმირებული ტერფით დაიბადა.

10-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მოკრივემ 53 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. მანამდე დიკინი სამოყვარულო კრივში გამოდიოდა და 75 ბრძოლაში 40-ჯერ გაიმარჯვა. ერთხელ ის ბრიტანეთის იუნიორთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული