ფლოიდ მეივეზერი ზღვრამდე მივიდა

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა კომენტარი გაუკეთა თანამემამულე ანდრე ბერტოსთან მოახლოებულ ბრძოლას, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო იქნება მის შესანიშნავ კარიერაში.

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც არ ვაპირებ ბერტოს შეუფასებლობას. ამ ბრძოლის წინ იმაზე ეფექტურად ვვარჯიშობდი, ვიდრე მენი პაკიაოსთან ბრძოლის წინ", - განაცხადა ფლოიდმა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს 49-ე ბრძოლა კარიერაში, ბოლო იქნებოდა ჩემთვის პროფესიულ რინგზე. ზღვარს მივაღწიე და დროა გავჩერდე. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდად არ მაღელვებს შესაძლო წაგება. მთავარია - საღი გონება შევინარჩუნო. შენ შეგიძლია დიდი ფული იშოვნო, მაგრამ ამის შემდეგ
ისიც უნდაშეგეძლოს, რომ ორ ფეხზე ჩვეულებრივად გაიარო, ვინმესთან საუბარი წამოიწყო და ჭკუიდან არ გადახვიდე", - დაამატა პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერსა და ანდრე ბერტოს შორის ორთაბრძოლა 12 სექტემბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული