ძმები კლიჩკოები რიოს ოლიმპიადისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
ქალაქ კიევის მერმა და მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ გადაწყვიტა დაეხმაროს თავის უმცროს ძმას - ვლადიმერს 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მოკრივეებისთვის ზაფხულის თამაშებში მონაწილეობაზე გარკვეული შეზღუდვები არსებობს.

"ჩვენ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ჩინგ-კუო ვუსთან ერთად განვიხილეთ ვლადიმერის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, WBC-ის ყოფილ ჩემპიონს არ დაუზუსტებია საუბრის დეტალები და მისი ძმის ოლიმპიადაზე დაშვების შესაძლო ვარიანტები.

მოქმედი წესების თანახმად, სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს არ აქვს რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის
უფლება. გარდა ამისა, ოლიმპიადაზე დაიშვებიან 40 წელზე დაბალი ასაკის მოკრივეები. უმცროსი კლიჩკო ამ ზღვარს 2016 წლის 24 მარტს მიაღწევს, თამაშები კი 5-25 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ, ვლადიმერ კლიჩკო პროფესიულ რინგზე მორიგ შეხვედრას 28 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ბრიტანელი ტაისონ ფიურის წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული