BoxingScene-ის ინფორმაციით, პროფესიული კრივის საღამო, რომელიც 21 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლევალუა-პერეში იყო დაგეგმილი, 13 ნოემბრის მოვლენების გამო გადაიდო.
არადა, ტურნირის მთავარი შეხვედრა ქართველ მოკრივესა და საშუალო წონაში WBO-ს ვერსიით ყოფილ ჩემპიონს, კამერუნელ ჰასან ნ'დამი ნ'ჟიკამს შორის უნდა გამართულიყო. ამ ბრძოლაში IBF-ის რეიტინგში მეორეადგილოსნის ვინაობა უნდა გარკვეულიყო.