პარიზის ტერაქტებმა ავთანდილ ხურციძეს დაგეგმილი ბრძოლა ჩაუშალა

AutoSharing Option
პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც პროფესიულ რინგზე 35 შეხვედრა (31 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი) აქვს ჩატარებული, საფრანგეთში ცოტა ხნის წინ განხორციელებულმა ტერაქტებმა მორიგი ბრძოლის გამართვაში შეუშალა ხელი.

BoxingScene-ის ინფორმაციით, პროფესიული კრივის საღამო, რომელიც 21 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლევალუა-პერეში იყო დაგეგმილი, 13 ნოემბრის მოვლენების გამო გადაიდო.

არადა, ტურნირის მთავარი შეხვედრა ქართველ მოკრივესა და საშუალო წონაში WBO-ს ვერსიით ყოფილ ჩემპიონს, კამერუნელ ჰასან ნ'დამი ნ'ჟიკამს შორის უნდა გამართულიყო. ამ ბრძოლაში IBF-ის რეიტინგში მეორეადგილოსნის ვინაობა უნდა გარკვეულიყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Isev eg ertxel xomougo da msajebis daxmarebit archautvales mogeba darwmunebulivar exlac mougebs da msajebi agargaimeoreben shecdomebs warmatebebi
racha
13:34 20-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული