36 წლის ხურციძე, მეტსახელად "ტორნადო", 2015 წელს რინგზე ორჯერ გავიდა და ორივეჯერ ვადამდელი გამარჯვება იზეიმა.
ქუთაისელმა მოკრივემ, რომლის კარიერის დიდი ნაწილი უკრაინას უკავშირდება, ამერიკელ ფილიპ მენსონსა და დომინიკელ მელვინ ბეტანკურტს მოუგო, წლის ბოლოს კი კამერუნელ ჰასან ნ'დამი ნ'ჟიკამთან რევანშისთვის ემზადებოდა, თუმცა, საფრანგეთში 21 ნოემბერს დაგეგმილი ბრძოლის ჩატარება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი პარიზის ტერაქტები