სულელი მეგობრები მყავდა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ კარგი გართობა იქნებოდა, თუ ერთად ვისეირნებდით და გზაში გოგონების ავიყვანდით. მაგრამ ასე არ იყო. სიარულის დროს არ იყო არანაირი ლაპარაკი, არანაირი გაჩერება, უბრალოდ, ვეთიშებოდი მთელ სამყაროს. ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც თან წამომყვა, გულის შეტევა დაემართა.
ამ გრძელი მარშრუტების დაფარვა მას შემდეგ დავიწყე, რაც ალექსანდრე მაკედონელსა და
ჩემი ფეხსაცმლის ძირი იწვოდა. შესანიშნავი სპორტული ფეხსაცმელები მქონდა, "ნიუ ბალანსი" და ისინი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ცეცხლზე შეეწვათ. თანდათან, წიგნებიდან ისიც გავიგე, რომ ეს დიადი მეომრები კაიფის ქვეშ მგზავრობდნენ. ომების ისტორია - ეს არის ნარკოტიკების ისტორია. თითოეული დიადი მხედართმთავარი, თითოეული მეომარი მუდმივად იყენებდა ნარკოტიკებს.
ამიტომაც სიარულის რეჟიმში ჩავრთე მარიხუანა და ალკოჰოლი. ისედაც გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ 38-გრადუსიან სიცხეში, კაიფის ქვეშ ვარჯიშს ჩემს ორგანიზმში უფრო მაღალ დონეზე აჰყავდა ეს ნარკოტიკები. ალკოჰოლი, მარიხუანა და სიცხე ვერ ეწყობიან ერთმანეთს.
შიშველი ტორსით დავდიოდი, პერანგი კი თავზე მქონდა შემოხვეული. შარვალი მივარდებოდა, რადგან წონა გვარიანად დავაგდე. მზე მწვავდა, კუპრივით შავი ვიყავი. ნამდვილ ნარკომანს ვგავდი. ნაცნობები მხვდებოდნენ და ვერ მცნობდნენ. ერთი ბიჭი ავტოგრაფისთვის მომიახლოვდა და პირდაპირ სახეში დავარტყი. ერთხელ გოგონა შემხვდა, რომელთანაც ადრე სექსი მქონდა. ის "ვერსაჩეს" მაღაზიაში მუშაობდა. ანერვიულდა ჩემ გამო.
- მაიკ, ყველაფერი წესრიგში გაქვს? - მკითხა მან.
- წადი შენი, ძუკნა! - დავუყვირე მე. - ვერ გიტან! არასოდეს მყვარებიხარ!
როგორც ჩანს, მზემ სულ ამირია ტვინი და გონება დავკარგე.
ფული თან არ დამქონდა და როცა გაუწყლოებას ვიგრძნობდი, რომელიმე მაღაზიაში შევდიოდი და ბიჭები წყალს მაძლევდნენ. ხანდახან ჩემს თავზე ადგილობრივი პრესის ვერტმფრენები გუგუნებდნენ, თითქოს სიმპსონი ვიყავი ბრონკოდან (ო ჯეი სიმპსონი - ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი და მსახიობი, 1994 წელს დაადანაშაულეს ყოფილი ცოლის მკვლელობაში; ცდილობდა პოლიციას გაქცეოდა და ტელევიზია ვერტმფრენიდან აწარმოებდა დევნის პირდაპირ ტრანსლაციას).
ჩემს ვარჯიშს ჭკუიდან გადაჰყავდა ჩემი უსაფრთხოების სამსახური. მათ "გამპი" დამარქვეს ფორესტ გამპის საპატივცემულოდ (ფორესტ გამპი - ამავე სახელწოდების რომანისა და საკულტო ფილმის მთავარი გმირი. ფილმის ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდია - გამპის სამწლიანი გარბენი მთელ ამერიკაში, ყოველგვარი მიზნისა და აზრის გარეშე). ენტონი პიტსი ცდილობდა გარკვეული დისტანცია დაეცვა და უკან გამომყოლოდა, მაგრამ ხშირად ვკარგავდი მას. ხანდახან არც კი ვიცოდი, რომ ის ჩემ გვერდით იყო. მან თავი მომაბეზრა.
ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის შემდეგ, საპარიკმახეროში შევედი ჩემს მეგობარ მაკთან. განსაკუთრებულად ცხელი დღე იყო, მე კი მარიხუანას სოლიდური პორცია მქონდა მიღებული. მაკთან გავერთე, მაგრამ შემდეგ ქიმწმენდიდან ტანსაცმელი უნდა ამეღო და სახლში წავედი. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი, საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
რამდენიმე კვარტალის გავლის შემდეგ უცებ ენტონი შევნიშნე, რომელიც მანქანით უკან მომყვებოდა. კაიფში ვიყავი და განვრისხდი. ჩემთვის სულერთი იყო - ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. გარშემო მყოფებს რაღაც სხეულებად აღვიქვამდი. პარანოიის შეტევისას წარმოვიდგინე, რომ ენტონი ჩემზე ჯაშუშობდა. რატომ ჩნდება ის ყველგან, სადაც მე ვარ, ამის დედაც? ეს აზრი ჩემს დახშურ და არეულ ტვინში ჩაიბეჭდა და გადავწყვიტე, მისთვის სამაგიერო გადამეხადა.
მაშ ასე, იმ ქუჩაზე გავუხვიე, რომელსაც პოლიციის განყოფილებისკენ მივყავდით. იმ მომენტისთვის, როცა ენტონი მომიახლოვდა, უკვე პოლიციასთან ჩაშვებული მყავდა. ენტონი მანქანიდან გადმოვიდა და მითხრა:
- დამიქირავეს იმისთვის, რომ თვალყური გადევნოთ. ახლა მანქანაში უნდა ჩაჯდეთ და სახლში დავბრუნდეთ.
- არსად ჩაჯდომას არ ვაპირებ, - ვთქვი მე. - ეს ბიჭი მაწუხებს! მინდა, რომ ეს ადამიანი დააპატიმროთ! ის მითვალთვალებს!
პოლიციელებმა ენტონის კითხვების დასმა დაუწყეს, მე კი გავიქეცი. განყოფილებიდან რამდენიმე კვარტალის დაშორებით ვიყავი, როცა ენტონი ისევ დამეწია. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ აგური ავიღე და მისი მანქანის წინა შუშას ვესროლე. შონიმ მეორე დღეს შუშის გამოსაცვლელად ფული მისცა.
22 აგვისტოს, 187 500 დოლარით დამაჯარიმეს გლაზგოში რეფერისთვის შემთხვევით დარტყმის გამო. ეს ყველაზე დიდი ჯარიმა იყო ბრიტანეთის ისტორიაში.
იმ დროისთვის 20 მილიონი დოლარის გამომუშავებას ვაპირებდი "ბინძურ პოლონელთან", ანდჟეი გოლოტასთან ბრძოლაში. პოლონური წარმოშობის ამ ჯანმრთელ ჯენტლმენს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბინძური მოკრივის რეპუტაცია ჰქონდა. მას ორჯერ ჰყავდა დამარცხებული რიდიკ ბოუ, მაგრამ დისკვალიფიკაცია მისცეს წელქვემოთ რამდენიმე დარტყმის გამო. მე იმავე საგანმანათლებლო სპეციალურ სკოლაში დავდიოდი, რომელშიც ბოუ. ასე რომ, ფსიქოლოგიურად განწყობილი ვიყავი იმისთვის, რომ მომეგო ბრძოლა და რიდიკისთვის შური მეძია.
14 სექტემბერს, ლოს ანჯელესში მომავალ ბრძოლის რეკლამისთვის პრესკონფერენცია გავმართეთ. და მე ჩემს რეპერტუარში ვიყავი.
- მე გასამართლებული მოძალადე ვარ! მე - ცხოველი ვარ! მე - ყველაზე ხეპრე მოკრივე ვარ! აქედან უნდა გავიქცე ან ვინმე შემომაკვდება, - ვყვიროდი და თან ვხარხარებდი.
- მე ახლა ზოლოფტზე ვზივარ, ხომ ასეა! სწორედ ის მაკავებს, რომ ყველა თქვენგანი არ გამოვასალმო სიცოცხლეს. ამიტომაც ვზივარ ამ პრეპარატზე. არ მინდა ზოლოფტის მიღება, მაგრამ ყველანი შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ სასტიკი ადამიანი ვარ, ნამდვილი ცხოველი. მათ კი უნდათ, რომ მხოლოდ რინგზე ვიყო ცხოველი.
კარგი მარიხუანასგან გათიშული, მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი.
- თქვენ კრივზე წერთ, მაგრამ არასოდეს გიჩხუბიათ, არასოდეს ყოფილხართ ჩემპიონი, თქვენთვის უცნობია ჩვენი ტკივილი, ჩვენი დაღვრილი ოფლი. თქვენ არ იცით, როგორი აუტანელია მარტოობა. კრივი - ეს არის ყველაზე მარტოხელა სპორტის სახეობა მსოფლიოში. გესმით, რაზე ვლაპარაკობ? მთელი წელია ჩემს ცოლთან სექსი არ მქონია. მიმიფურთხებია ანდჟეი გოლოტასთვის, გასაგებია? თვეობით არ მინახავს ჩემი შვილები.
- რატომ? - შეწყვიტა ჩემი მონოლოგი ერთმა ჟურნალისტმა.
- შენი საქმე არ არის, თეთრო ღლაპო. არსი იმაშია, რომ არ მინახავს ისინი უკვე რამდენიმე თვეა. და მიმიფურთხებია შენთვის და ნებისმიერ თქვენგანისთვის, გასაგებია? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - ცოცხალი ვარ თუ არა. მე - არაადეკვატური ნაძირალა ვარ. მომიყვანეთ ანდჟეი გოლოტა, მომიყვანეთ ყველა ჩემპიონი. დაე, შეინარჩუნონ თავიანთი ტიტულები, მე არ მინდა მათი ტიტული, მე მინდა მათ ჯანმრთელობა წავართვა. იმიტომ, რომ თავად განვიცდი ტკივილს და მინდა, რომ ეს მათაც შეიგრძნონ. მინდა მათმა შვილებმა დაინახონ, როგორ სტკივათ. მინდა ლენოქს ლუისის შვილებმა იკითხონ: "მამა, ყველაფერი წესრიგში გაქვს?" დიახ, მიმიფურთხებია მათთვის, რადგან მათ ფეხებზე ვკიდივარ, მე და ჩემი შვილები.
შინ ლას ვეგასში დაბრუნების შემდეგ ორ ახალ კატასთან თამაშით ვერთობოდი, რომლებიც კონტრაბანდით მომიყვანეს. იმ დროისთვის, იძულებული გავხდი, მომეშორებინა ჩემი ვეფხვი კენია. ტექსასში გვყავდა გამომწყვდეული და ჩემი მომთვინიერებელი მას ცნობისმოყვარეებს უჩვენებდა, რომლებიც, როგორც ამტკიცებდნენ, ვეფხვებთან მუშაობდნენ. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი ასეთი "მოყვარული" ღობეზე გადაძვრა კენიას სანახავად და ყველაფერი სავალალოდ დასრულდა. როცა ცხოველები სისხლის სუნს აიღებენ, სხვანაირები ხდებიან, ასე რომ, თავიდან მოვიცილე კენია. უფასოდ გადავეცით ის კალიფორნიის ზოოპარკს.
როგორც ყოველთვის, სასამართლოში მიჩივლეს, მაგრამ მოვიგე საქმე. მე არ მმართებდა დაზარალებული ქალბატონისთვის არანაირი ფული, მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობდი, ამიტომაც 250 ათასი დოლარი მივეცი. "მან რაღაც დაიმსახურა", - გავიფიქრე მე.
გოლოტასთან ბრძოლა დეტროიტში 20 ოქტომბერს (ამ შეხვედრამ მიიღო სახელი - "გარჩევა მოტაუნში") უნდა გამართულიყო. ბრძოლისწინა ღამეს ძალიან ვნერვიულობდი. საკუთარი თვალით ვნახე გოლოტა აწონვაზე, შემეშინდა მისი. ის მართლაც დიდი და გიჟი ჩანდა. სტეროიდების მიღებისგან, მთელ ზურგზე დიდი წითელი კოპები აჩნდა.
"რა მრჯიდა ამ ჯანმრთელ გიჟთან საჩხუბრად?" - ვფიქრობდი მე. თან საწოლში ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი. მარიხუანა მოვწიე და პირველ ნაფაზისთანავე ხასიათი შეიცვალა. "ჯანდაბა! ყველაფერი კარგად იქნება!" - გავიფიქრე მე.
ჯანდაბა, ძალიან მჭირდებოდა მარიხუანა!
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"