კლიჩკომ მომავალ მეტოქეს იმბეცილი უწოდა

AutoSharing Option
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა ვლადიმირ კლიჩკომ სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, ბრიტანელ ტაისონ ფიურის იმბეცილი უწოდა და ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

"მე უნდა ვეჩხუბო კაცს, რომელსაც გარკველ თემებზე ლაპარაკისას პირის გაჩერება არ შეუძლია. შოკში ჩავვარდი მისი გამონათქვამების შემდეგ ქალებზე, ლგბტ საზოგადოებაზე, ხოლო, როცა ებრაელებზე საუბრობდა, მეგონა, რომ ჰიტლერი ლაპარაკობდა. ეს ადამიანი - იმბეცილია. და კრივის სამყაროს არასწორი კუთხით წარმოაჩენს", - განაცხადა კლიჩკომ.

ფიური მართლაც ცნობილია სკანდალური განცხადებებით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება დედამიწაზე ეშმაკის გამოჩენას გამოიწვევს, აღიარა, რომ 500 ქალთან ჰქონდა სექსი,
ხოლო ებრაელების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ყველას ტვინს ულაყებენ.

ფიურისა და კლიჩკოს შორის მატჩ-რევანში 9 ივლისს, მანჩესტერში გაიმართება. უკრაინელმა 2015 წლის 28 ნოემბერს ქულებით წააგო ბრიტანელთან და მას ოთხი საჩემპიონო ქამარი გადააბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კლიჩკოს ამ განცხადებების მერე(ერთსქესიანთა ქორწინება) მხურვალედ უნდა ვუგულშემატკივრო ფიურის.
georgian
13:14 24-06-2016
0
კარგი ტიპი ყოფილ ფიური და კლიჩკოს თუ წამოიხევს ნაღდად გამიხარდება
გიორგი
11:22 24-06-2016
0

სიახლეები პოპულარული