მენი პაკიაოს ორი ბრძოლა დაუგეგმეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივის მენი პაკიაოს (58-6-2, 38KO) პრომოუტერმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტისგან 2017 წელს ორი ბრძოლის ჩატარებას ელოდება.

"არ ვიცი, რამდენად ინტენსიური სამუშაოა ფილიპინების სენატში, მაგრამ მენი გრძნობს, რომ შეუძლია მანილაში ვარჯიშების ჩატარება ისე, რომ არც ერთი სხდომა არ გააცდინოს. ხოლო ბრძოლებს მაშინ გამართავს, როცა სენატი შვებულებაში იქნება.

თუ ის მოიგებს ბრძოლას ვარგასის (27-1, 10KO) წინააღმდეგ, ველოდები, რომ 2017 წელს, კიდევ ორ დიდ ორთაბრძოლას გამართავს. ვფიქრობ, ამით შემდეგ, მისი კარიერა დასრულდება. მაგრამ, თავდაპირველად, ვარგასის დამარცხებაა საჭირო. ვარგასი არ
არის ის მეტოქე, რომელიც დაცვაში ჩაიკეტება, მას შეტევა უყვარს და არ იცის მოწინააღმდეგის დანდობა", - განაცხადა არუმმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ ჯესი ვარგასს პაკიაო 5 ნოემბერს უნდა დაუპირისპირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული