გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში დამთავრდა ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 70 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის - ექვსი საქართველოს წარმომადგენელი. მათგან თავი გამოიჩინა გიორგი ჭიღლაძემ, რომელიც მძიმე წონაში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

პირველ წრეში მან ფინელ ანტი ლეხმუსვირპის იოლად აჯობა - 5:0. მერე ასეთივე ანგარიშით ჩეხ ტომაშ სალეკს მოუგო, რომელიც სტარტზე ისვენებდა. მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივემ მძიმე ბრძოლის შემდეგ გზიდან ყაზახი ალბოლდ დაურენული ჩამოიშორა - 3:2. აზერბაიჯანელმა, იაპონელმა და მაროკოელმა არბიტრებმა უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭეს, ამერიკელმა და კოლუმბიელმა მსაჯებმა კი - აზიელს.

ნახევარფინალში ჭიღლაძემ გერმანელ
ფერადკანიან მოკრივე ჰეს რამან ტიაფაკს (გერმანია) მოუგო 4:1 და ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელი რიჩარდ ტორესის მძლეველ ჯასტის ჰუნის (ავსტრალია) დაუპირისპირდა. გადამწყვეტი პაექრობა ქართველმა მოკრივემ 1:4 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ოქრო მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს ერგო, მესამე ადგილები ჰეს რამან ტიაფაკმა და რიჩარდ ტორესმა დაიკავეს.

დანარჩენ წონებში პირველ ადგილებზე გავიდნენ: საჩინი (ინდოეთი, 49 კგ), ჰაიატო ცუცუმი (იაპონია, 52), მარკ კასტრო (აშშ, 56), დელანტ ჯონსონი (აშშ, 60), ტეგრულხან ერდემირი (თურქეთი, 64), სადრიდინ ახმედოვი (ყაზახეთი, 69), ვილიამ ჰუტჩისონი (შოტლანდია, 75), დევიდ მორელ გუტიერესი (კუბა, 81), კრისტიან პერო ჯუსტისი (კუბა, 91), ჯასტინ ჰუნი (ავსტრალია, +91).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ ქართველო ლომო. წინ უფრო დიდი წარმატებები!
zviadi
14:00 28-11-2016
0
ამ უზარმაზარ წარმატებას ულოცავ ბატონ გიორგი ჭიღლაძეს, მის მშობლებს,მეგობრებს და მთელ საქართველოს.ის ღირსეული მშობლების ღირსეული შვილია!
პატივისცემით: რამინ ელიზბარაშვილი
რამინ ელიზბარაშვილი
16:07 28-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული