ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი - ასეთია მათი მონაგარი. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში თბილისელმა ესკერხან მადიევმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო: ჯერ მასპინძელ ზილარ ფარკაშს სძლია 5:0, მერე ასეთივე ანგარიშით ჩეხი დავიდ კოტრჩი ჩამოიშორა გზიდან, ნახევარფინალში ჩინელ ლიუ ვეის სულაც მეორე რაუნდში აჯობა, ხოლო გადამწყვეტი პაექრობა უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვთან დათმო და ვერცხლის მედალს
ნახევარფინალური ორთაბრძოლები წააგეს და მესამე ადგილებზე გავიდნენ ნოდარ დარბაიძე (49 კგ) და არტიუშ გონციანი (56). ისინი უნგრელ გაბორ ვირბანსა და ჩინელ იან იაფეისთან დამარცხდნენ. მანამდე კი დარბაიძემ პოლონელ იაკუბ სლომინსკის, ხოლო გომციანმა სომეხ გარნიკ ჰარუთინიანს გადაუღობა მედლისკენ მიმავალი გზა.
ტურნირზე პირველ ორთაბრძოლაში წარმატებას მიაღწია რატი ტლაშაძემ (81) - ხორვატი ზვონიმირ რებოლი დაჯაბნა, მაგრამ მეოთხედფინალში ყაზახ შაიმურად კუსაინოვს ვერ გასცდა.
სტარტზევე დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ ონისე სოსელია (52, ჩინელ ჰუ იანგუანთან), გიორგი გოგატიშვილი (60, რუს კონსტანტინ როგომაზოვთან), დავით გორგილაძე (64, უკრაინელ ტიმურ ბელიკთან) და გიორგი ჭიღლაძე (+91, რუს მაგომედ ომაროვთან).
ახლა საქართველოს ნაკრები სპორტკომპლექს დკდ-ში ემზადება მომავალი შეჯიბრებებისთვის. 20 თებერვლიდან ბულგარეთის დედაქალაქის რინგზე გამოვლენ სევერიან ჭილაძე (56 კგ), ევროპის მეორეპრიზიორი ოთარ ერანოსიანი (60), ლაშა გურული (64), ევროპის მესამეპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (69), კონსტანტინე ხვისტანი (75), იაგო კიზირია, ნიკოლოზ სეხნიაშვილი (ორივე-81), ალექსანდრე დოკვაძე (91) და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91). მარტში კი 23-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატი ელით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"