მუდმივი ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) გამოაცხადა, რომ სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო WBC-ის სამუდამო ჩემპიონია მძიმე წონით კატეგორიაში. კიევის მერს საპატიო პრიზი ამერიკელმა მოკრივემ როი ჯონსმა გადასცა.

"შეუძლებელი არაფერია. დავიბადე საბჭოთა კავშირში, დიდ ქვეყანაში, სადაც პროფესიული კრივი აკრძალული იყო. 1986 წელს ვიხილე, როგორ გახდა მაიკ ტაისონი მძიმე წონაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი და მეგობრებს ვუთხარი: "იცით, ბიჭებო? ერთხელ მეც შევხვდები რინგზე ასეთი დონის მეტოქეს. ერთხელ გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში.

და მე მართლაც მოვიპოვე ეს მწვანე ქამარი, რომელიც
ადრე ტაისონსა და მოჰამედ ალის ეკუთვნოდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდა ოცნება და ყველაფერი გააკეთა მისი მიღწევისთვის", - მოჰყავს კლიჩკოს სიტყვები Boxing News-ს.

უფროსმა კლიჩკომ კარიერაში ბოლო ბრძოლა 2012 წლის სექტემბერში, მოსკოვში ჩაატარა, როცა გერმანელი მანუელ ჩარი მეოთხე რაუნდში გაუშვა ნოკაუტში. ეს იყო ტიტულის ზედიზედ მეცხრე დაცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული