კრივი: აქაც რუსული დოპინგი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში უნდა გამართულიყო სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვაკანტური ტიტულისთვის ორთაბრძოლა რუს ალექსანდრ პოვეტკინსა და კანადელ ბერმეინ სტივერნს შორის.

მაგრამ, მოკრივეები რინგზე არ გასულან - ბრძოლა ჩაიშალა და ამის მიზეზი გახდა რუსი მებრძოლის დადებითი დოპინგ-სინჯი. კერძოდ, პოვეტკინს ორგანიზმში აღმოაჩნდა აკრძალული პრეპარატი - ოსტარინი.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოვეტკინის ბრძოლა მისი დადებითი დოპინგ-სინჯის გამო ჩაიშალა. 2016 წლის 21 მაისს, 37 წლის რუსი უნდა შეხვედროდა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს დეონტეი უაილდერს, მაგრამ ამერიკელმა უარი განაცხადა რინგზე გასვლაზე,
რადგან პოვეტკინი მელდონიუმის მიღებაში ამხილეს. მაშინ, რუსი დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მაგრამ შემდეგ გაამართლეს. ახლა, მას მორიგი დისკვალიფიკაცია ელოდება. არ გამორიცხავენ, რომ პოვეტკინმა საერთოდ დაასრულოს კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივერნის ნაცვლად დიუპას შეხვდა და დაანოკაუტა ასე რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული