ლენოქს ლუისი 100 მილიონისთვის ბრუნდება?

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრიტანელი მოკრივე ლენოქს ლუისი მზად არის, 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარის სანაცვლოდ დაბრუნდეს პროფესიულ რინგზე და შეხვდეს ძმები კლიჩკოებიდან ერთ-ერთს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი "დეილი მეილი" ავრცელებს.

გასულ უქმეებზე ლენოქსი მოსკოვში იმყოფებოდა და იქ ვლადიმერ კლიჩკოსა და ალექსანდრ პოვეტკინის შეხვედრას დაესწრო. სწორედ მაშინ რუსმა პრომოუტერებმა ბრიტანელს 50 მილიონი დოლარი შესთავაზეს ძმები კლიჩკოებიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის. ლუისი არ დაიბნა და განაცხადა, რომ მისი დაბრუნება ორჯერ ძვირი ღირს.

"ეს არის ჩემი ფასი. თუ ის შესრულდება, ჩათვალეთ,
რომ მოლაპარაკებების სტადიაში ვიმყოფებით. ვთქვი, რომ შემიძლია ოპტიმალური ფორმის ექვს თვეში აღდგენა. ამისთვის წინასწარი მომზადება მჭირდება"
, - განაცხადა ლენოქსმა.

"როცა წინა ჯერზე მთავაზობდნენ კარიერის განახლებას, გამოვაცხადე, რომ 50 მილიონი იქნებოდა საჭირო ჩემი რინგზე ასაყვანად. ახლა სიტუაცია შეიცვალა, უნდა გავითვალისწინო ჩემი ასაკი და დავაწესო ფასი იმაზე, რომ საბოლოოდ გავიდე პენსიაში წაუგებელი ჩემპიონის რანგში. ეს 100 მილიონი დოლარი ღირს", - დაამატა ბრიტანელმა.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ლუისი ვიტალი კლიჩკოს შეხვდა და მოიგო ის ბრძოლა, რადგან მსაჯებმა შეაჩერეს შეხვედრა უკრაინელის წარბის გასკდომის გამო. მაშინვე, იმ ბრძოლის შემდეგ, ბრიტანელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენოქს ლუისი: მალე ახალი ვარსკვლავი გაჩნდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ნაგლია, 100 კი არა 1 მილიონად გავალახიებ თავს.... მარა სადაა მსურველი :(
ra naglia
12:09 12-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული