მძლეოსნობის ფავორიტს ოლიმპიადაზე დოპინგი უპოვნეს

AutoSharing Option
ოლიმპიადის მძლეოსნობის ტურნირს ერთი ფავორიტი გამოაკლდა. ქალებს შორის 1500 მეტრზე სირბილში წლევანდელი სეზონის ლიდერი, მაროკოელი მარია ალაუი სელსული აკრძალული პრეპარატის მიღებაში გამოიჭირეს.

პარიზის "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე აღებულმა დოპინგ-სინჯმა ორგანიზმში ფუროსმიდის კვალი აღმოაჩინა. შესაბამისად, 28 წლის მორბენალის ოლიმპიადაზე გამოსვლა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ მარია ერთხელ უკვე იყო დისკვალიფიცირებული აკრძალული პრეპარატის მიღებისთვის, მაროკოელს ახლა ტურნირებიდან სამუდამო მოკვეთა ემუქრება.

დოპინგის მიღების წინა შემთხვევა მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის დროს დაფიქსირდა და დისკვალიფიკაციას ვადა 2011 წლის ზაფხულში გაუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული