ბოლესლავმა, რომლისგანაც გაცილებით უკეთეს შედეგს მოელოდნენ, ფინალში გასვლა ვერ შეძლო, სადაც 12 საუკეთესო მოხვდა.
სხირტლაძემ საკვალიფიკაციოში პირველ ცდაზე 7.26 მ აჩვენა, მომდევნო ცდებზე კი უფრო ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა - 6.95 და 6.90.
ქართველი სიგრძეზე მხტომელის ლონდონში ნაჩვენები შედეგი მით უფრო დასანანია, რამდენადაც მისი პირადი რეკორდი 8.12 მეტრია.